FacebookTikTokYouTubeEmailWhatsAppViber|PayPal
Siketis Nergi / Sapling of Kindnessა(ა)იპ „სიკეთის ნერგი“
← ქართული ბიზნესის საპატიო წრე

Wishlist — 8 წლის მეგობრობა „სიკეთის ნერგთან“

❤️ არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც სიკეთეს ერთხელ კი არ აკეთებენ — ისინი წლების განმავლობაში შენს გვერდით რჩებიან.

Wishlist სწორედ ასეთი მეგობარია „სიკეთის ნერგისთვის“. უკვე 8 წელია — ჩვენი და ჩვენი ბენეფიციარების გვერდით. 🌱❤️

ამ წლების განმავლობაში მათი მხარდაჭერით არაერთ ოჯახში მისულა საკვები, მედიკამენტები და ჰიგიენის საშუალებები; არაერთ ბავშვსა და ხანდაზმულს გახარებია საჩუქარი; ზამთრის სიცივეში კი დახმარება ქცეულა სითბოდ და რეალურ შვებად მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

და ეს სიკეთე გრძელდება. ❤️

ახლაც, გიორგობისა და საახალწლო დღეების მოახლოებასთან ერთად, Wishlist კვლავ ჩვენს გვერდითაა — ბავშვებისთვის და ხანდაზმულებისთვის საჩუქრებით, ოჯახებისთვის პროდუქტებით, მედიკამენტებითა და ჰიგიენის საშუალებებით, ზამთრისთვის კი — გამათბობლებით მათთვის, ვის სახლშიც სითბო ყველაზე მეტად აკლიათ.

რვა წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი გაახარა ამ მეგობრობამ?

ალბათ ყველაფრის დათვლა უკვე შეუძლებელიცაა.

მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს მთავარი — როცა დახმარება გვჭირდებოდა, Wishlist ჩვენს გვერდით იყო.

🙏 მადლობა Wishlist-ს მრავალწლიანი მეგობრობისთვის, ნდობისთვის და იმ უამრავი ადამიანის ღიმილისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად შევქმენით.

ზოგი თანამშრომლობა პროექტით იწყება და პროექტით მთავრდება.

ზოგი კი მეგობრობად იქცევა. ❤️🌱

ნახეთ Wishlist-ის ვიდეო →

♥ დონაციამჭირდება დახმარება