FacebookTikTokYouTubeEmailWhatsAppViber|PayPalWise
Siketis Nergi / Sapling of Kindnessა.ს.ი.პ. „სიკეთის ნერგი“

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 23 აგვისტო, 2026

ეს ვებგვერდი ეკუთვნის ა(ა)იპ „სიკეთის ნერგს“, საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

ვებგვერდის გამოყენება

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ემსახურება ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობის, მიმდინარე საჭიროებების, განხორციელებული დახმარებისა და დონაციის შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

დახმარების მოთხოვნა და დოკუმენტები

დახმარების მოთხოვნის განხილვისას „სიკეთის ნერგმა“ შეიძლება მოითხოვოს კონკრეტული შემთხვევისთვის საჭირო მასალა: დახმარების მოთხოვნის წერილი, პირადობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი ინფორმაცია, სოციალური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფორმა №100, ექიმის დასკვნა ან დანიშნულება, რეცეპტები, კვლევები, ფოტო/ვიდეო და საჭიროების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი ყველა შემთხვევაში სავალდებულო არ არის.

არასრულწლოვანი ბენეფიციარი და თანხმობა

არასრულწლოვნის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნასა და შესაბამის მასალებს ორგანიზაციას აწვდის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ დახმარების საჯაროდ მოძიების მიზნით ორგანიზაციისთვის ნებაყოფლობით გამოგზავნილი წერილი, ბავშვის ფოტო/ვიდეო, ფორმა №100, ექიმის დასკვნა ან დანიშნულება, რეცეპტები და სხვა შესაბამისი მასალა ითვლება თანხმობად, რომ „სიკეთის ნერგმა“ დახმარების მოძიების მიზნით გამოიყენოს და გაავრცელოს მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია და მასალა ორგანიზაციის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში, საქველმოქმედო პლატფორმებსა და სხვა შესაბამის საინფორმაციო არხებში.

ორგანიზაცია საჯაროდ არ აქვეყნებს ისეთ მონაცემებს, რომელთა გავრცელებაც დახმარების მოძიებისთვის აუცილებელი არ არის, მათ შორის პირად ნომერს, საბანკო მონაცემებსა და სხვა ზედმეტ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის ღირსების, პირადი ცხოვრების და უსაფრთხოების დაცვას.

ინფორმაციის სისწორე და გადამოწმება

დახმარების მომთხოვნი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე. ორგანიზაციას შეუძლია კანონიერ და გონივრულ ფარგლებში გადაამოწმოს ინფორმაცია და მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები. განაცხადის მიღება არ წარმოადგენს დახმარების, თანხის შეგროვების ან კონკრეტული შედეგის გარანტიას.

დონაციები

დონაცია არის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო შენატანი. კონკრეტულ ქეისზე მითითებული დონაცია გამოიყენება შესაბამისი საჭიროებისთვის შესაძლებლობისა და ქეისის აქტუალობის ფარგლებში. დონაციისა და თანხის დაბრუნების საკითხებზე ასევე ვრცელდება Donation & Refund Policy და შესაბამისი გადახდის პროვაიდერის პირობები.

მესამე მხარის სერვისები

გადახდები და სხვა ფუნქციები შეიძლება დამუშავდეს ბანკების, საქველმოქმედო პლატფორმების ან სხვა ავტორიზებული პროვაიდერების მიერ. მათ სერვისებზე მოქმედებს მათი საკუთარი პირობები და კონფიდენციალურობის წესები.

WhatsApp